ზუგდიდში საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა
ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა.
მაშველებმა ორივე მუშის ამოყვანა უკვე მოახერხეს და ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მიწა მუშაობის დროს ჩამოიშალა. ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ და ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.