ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, საახალწლო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, სადაც რეგიონის მეწარმეები მონაწილეობენ.
ფესტივალზე წარმოდგენილია საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს ხელნაკეთ ნივთებს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ღვინო, მეგრული ჩაი და სამზარეულო.
დღის განმავლობაში საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, სადაც რეგიონის მასშტაბით ანსამბლები მონაწილეობენ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია თოვლის ბაბუას მობრძანება მთავარ ნაძვის ხესთან. ბენდის კონცერტი და ზღაპრის გმირების სტუმრობა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერებთან, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან.
საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.