ზუგდიდში, დევნილთა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში ხმაური იყო. აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი ბინების განაწილების მონიტორინგს ითხოვენ.
ადგილზე მისულ დევნილებს სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილზე არ დახვდათ.
დევნილები აცხადებენ, რომ ნგრევის პირას მყოფ შენობაში ცხოვრობენ, თუმცა ბინების გარეშე დარჩნენ. მათივე თქმით, აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი ენგურქაღალდკომბინატში, ყოფილი სასტუმრო ეგრისის შენობაში ცხოვრობდა. მათგან რვა ოჯახი ბინით დააკმაყოფილეს, ექვსი ოჯახი კი, ბინის გარეშე დარჩა. ამის გამო, დევნილები აქციებს აანონსებენ.