ზუგდიდში, პუშკინის ქუჩის მცხოვრებელები საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
ზუგდიდში, პუშკინის ქუჩის მცხოვრებელთა ნაწილმა საავტომობილო გზის რეაბილიტაციით მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცველებმა გზის გახსნა მალევე მოახერხეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საავტომობილო გზა თვეების განმავლობაში გადათხრილია და გზაზე მოძრაობა ჭირს.
მათივე თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა ჯერ არაფერი გაკეთებულა.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.
მისი თქმით, პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია მას შემდეგ მოხდება, როცა საკანალიზაციო სისტემის ვარგისიანობა გადაწყდება.