ზუგდიდში ორმა მოქალაქემ ქალს, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა, შვილი გასტაცეს
ზუგდიდში ორმა მოქალაქემ ქალს, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა, შვილი გასტაცეს და დაემუქრნენ, სანამ ვალს არ დააბრუნებდა, შვილს არ ანახებდნენ.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.
საქმეში ბრალდებული ქალი და მამაკაცი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.