ზუგდიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა მაღაზია დააზიანეს და პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ზუგდიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა „ნიკორას“ მაღაზია დააზიანეს და ადგილზე მყოფ პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევა საჯვაროს უბანში, სოხუმის ქუჩაზე მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაღაზიის თანამშრომელი ორი გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პირი ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.