ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა ხარებავამ აქციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „უკვე დაამთავრეს და მათ უკან მობრუნებას არ დაუშვებენ“. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი ჯანაშიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციებს პერიოდულად გამართავენ.
„ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით ისვრიან კვერცხებსა და ცოცხებს. პარტიის ოფისში ამ დრომდე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.