ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
სუს-ის შენობის წინ პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძემ და პარტიის მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ მიიტანეს სამედიცინო შპრიცები და ფქვილი, ასევე პლაკატი წარწერით – რევოლუცია.
ანი წითლიძე სუს-ის უფროსთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ შპრიცები და ფქვილი ნარკოტიკების სიმბოლოა, რასაც ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელდარ კეზუა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.