ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ აანთო.
ნაძვის ხე „სკეიტ პარკში“ დგას, რომელიც ასევე სადღესასწაულოდ არის განათებული. დამდეგი შობა ახალი ზუგდიდელებს მერმა ლაშა გოგიამ მიულოცა და მოსახლეობას ეკონომიკური წინსვლა უსურვა.
საზეიმო ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საახალწლო ღონისძიებები ზუგდიდში 23 დეკემბრიდან დაიწყება.