ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, ე.წ. ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანის უკანა სავარძელზე უცნობმა პირებმა კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე (რაც ნივთის დაზიანება, ან განადგურება) და (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.