ზუგდიდში მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ზუგდიდში მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის, ირაკლი პაპავას ინფორმაციით, მშენებლობაზე, თხრილში მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მას უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები. აღენიშნება გულმკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ფილტვების დაჟეჟილობა. მართვით სუნთქვაზეა. გადაჰყავთ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში“, – აღნიშნა ირაკლი პაპავამ.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობისას თხრილში შუახნის მამაკაცი მიწის ქვეშ მოყვა. ის მაშველებმა ამოიყვანეს.