ზუგდიდში მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობისას თხრილში შუახნის მამაკაცი მიწის ქვეშ მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მათ მამაკაცი თხრილიდან ამოიყვანეს. ამ წუთებში, მას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება. მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა.
ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა მამაკაცი მშენებლობაზე დასაქმებული.