ზუგდიდში მოზარდის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოზარდის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს სხდომა, არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, დახურულ რეჟიმში გაიმართა.
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე 15 წლის მოზარდი გულმკერდის არეში 14 მარტს დაჭრეს. არასრულწლოვანს რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.