ზუგდიდში, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები გააფრთხილა
ზუგდიდში, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკოლმეურნეო ბაზრის, შპს “სუპერმარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეები გააფრთხილა. ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით, გარემოვაჭრეებმა ადგილი უახლოეს პერიოდში უნდა დატოვონ.
მიუხედავად გაფრთხილებისა , გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
ზუგდიდის მერია წლების განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებას. მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართიც კი შესთავაზეს. თუმცა, გარემოვაჭრეების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.