ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში ეროვნული გმირების, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გახსენებით დაიწყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი.