ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია კიდევ ერთხელ გამართეს
ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.
ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტორეპორტიორებმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. შეკრებილებმა დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.
ადგილობრივი და ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია ზუგდიდში 11 ივლისსაც გამართეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს. ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.
ლექსო ლაშქარავა დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.