ზუგდიდში ადგილობრივი და ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.
მათ წუთიერი დუმილით პატივი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნას.
მედიის წარმომადგენლებმა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის სასწრაფოდ გამოძიება, ასევე 5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებში მონაწილეთა იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.