ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროელემენტების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. მთავარ მოთხოვნას, გაუქმდეს არალიცენზირებული და უკანონო ავტოსადგურები, კიდევ ერთი დაემატა. აქციის მონაწილეები დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას ითხოვენ.
ზუგდიდელი მძღოლები რკინიგზის სადგურზე შეიკრიბნენ და გუბერნიასთან მივიდნენ.
შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთი მძღოლი დააკავეს, ერთი ადმინისტრაციული წესით, დანარჩენი ოთხიის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. ისინი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
დაკავებულების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე ( ცემის) და 150- ე ( იძულების) მუხლებით.
საქმე ეხება 4 მაისს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები სხვა სადგურების მძღოლებს დაუპირისპირდნენ.