ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, ოჯახი მედიკოსებს ადანაშაულებს
ზუგდიდში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 22 წლის პაციენტი კლინიკაში კვირას, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი გუშინ, ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.