ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მძღოლი, ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.