ზუგდიდში მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა და რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა სოფელში, ყველა რაიონში შეარჩევენ 12 ლიდერს, შემდეგ ჩატარდება რეგიონალური კონფერენცია, სადაც ხელმძღვანელ ორგანოებს აირჩევენ და მოემზადებიან არჩევნებისთვის.
მისი თქმით, ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში დაფუძნდება „ლელოს“ ოფისი.
მამუკა ხაზარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალექსანდრე ახვლედიანი დაასახელა. ამჟამად „ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციაში 200-მდე წევრია.