ზუგდიდში კორონავირუსზე კიდევ 227 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 227 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის არის ცხელების ცენტრის 22 პაციენტი; ასევე 76 – მედპერსონალი; ხუთი – თვითიზოლაციიდან; 111 – შსს-ს თანამშრომელი და 13 მძღოლი.