ზუგდიდში კორონავირუსზე 311 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდში კორონავირუსზე 311 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, ყველა პასუხი უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 311 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულებს შორის 180 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

რაც შეეხება დანარჩენს ნიმუშს, მიღებული იყო რეგიონის სხვა რაიონებიდან, მათ შორის ცხრა ცხელების ცენტრების პაციენტი, შვიდი მედპერსონალი, კარანტინიდან 79 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი სამი პირი, ოთხი შსს-ს თანამშრომელი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 29.