ზუგდიდში კორონავირუსზე 186 ადამიანი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 186 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის 14 ცხელების ცენტრების პაციენტია, 40 – მედპერსონალი, სამი პირი – საკარანტინო სივრციდან, შვიდი – თვითიზოლაციიდან, ასევე გამოიკვლიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 119 თანამშრომელი და სამი მძღოლი.