ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული სამი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დადასტურებული შემთხვევებიდან სამი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავია.
„დადასტურდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის სამი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. ესენი არიან არასრულწლოვნები. ოთხივე იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. ყველა გადაყვანილია რუხის ჰოსპიტალში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტები მოძიებულია, 41 ადამიანი არის საკარანტინო სივრცეში და 40 არის თვითიზოლაციაში.
„რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც შემოვიდა გუშინ, ლარსის საზღვრიდან დ აქვს რუსეთში მოგზაურობის ისტორია. გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. მისი კონტაქტებიდან ერთი მოძიებულია და მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიებაც“, – აცხადებს ნანა ოდიშარიამ.