ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა, ინფიცირებული მცირეწლოვანია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე კიდევ ერთი დადებითი პასუხი აჩვენა. მცირეწლოვანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ნათესავია. მცირეწლოვანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
სულ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებიდან 15 არასრულწლოვანი იყო გადაყვანილი.
ამ მომენტისთვის, ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის დედას და ორ მცირეწლოვან შვილს. ყველა რუხის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.