საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 21 ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა.
ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი 55 წლამდე ქალბატონს დაუდასტურდა, რომელიც ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს.
გამოკლვლეულ პირებს შორის არის ცხელების ცენტრის სამი პაციენტი, ორი პირი თვითიზოლაციიდან, მედპერსონალის ერთი წარმომადგენელი, კარანტინიდან გამოიკვლიეს 15 პირი.