ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მედიკოსების განმარტებით, დაშავებულ მამაკაცს წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა აქვს და მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.