ზუგდიდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 179 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 179 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 17 პაციენტი, 45 მედპერსონალი, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პირი, კარანტინში მყოფი ოთხი პირი, შსს-ს 110 თანამშრომელი, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.