ზუგდიდში გარემოვაჭრეებს მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა
ზუგდიდში გარემოვაჭრეებს მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოისმინეს გარემოვაჭრეების მოთხოვნები და მათ კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული სავაჭრო ადგილები, თუმცა უშედეგოდ.

გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე, ბაზრის მიმდებარედ ითხოვენ დაბრუნებას. ხვალიდან გარემოვაჭრეები უკვე ქუთაისშ,ი პარლამენტის შენობის წინ გამართავენ აქციებს.