ზუგდიდში გამოკვლეული 79 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდში გამოკვლეული 79 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 79 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორისაა, ცხელების ცენტრების ათი პაციენტი, სამედიცინო სფეროს 29 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი, დიალიზზე მყოფი ათი პირი და ეპიდაფეთქების კერაში მყოფი შვიდი მოქალაქე.

ასევე, ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოიკვლიეს თვითიზოლაციიდან ერთი პირი და კარანტინიდან 16.