ზუგდიდში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ერთი მოქალაქე
გასული 24 საათის განმავლობაში ზუგდიდში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ერთი მოქალაქე.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 18 წარმომადგენელი კარანტინში მოთავსებული ორი პირი, თვითიზოლაციაში მყოფი 13 მოქალაქე, ერთი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი ექვსი და დიალიზზე მყოფი 18 პირი.
ამასთან, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება 26 პაციენტი, აქედან 24 კოვიდინფიცირებულია.