ზუგდიდში გამოკვლეული 442 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 685 ბიოლოგიური ნიმუში შევიდა. მათ შორის, 491 მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ამ დროისთვის, გამოკვლეულია 442 ნიმუში, მათ შორის ცხელების ცენტრების პაციენტია 19, სამედიცინო პერსონალი 62, კარანტინიდან 230 (მათ შორის ხუთი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან, ხოლო 225 მესტიის საკარანტინო სივრცეებიდან), თვითიზოლაციიდან 16, შსს თანამშრომელი 67, მძღოლი 15, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი ცხრა, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები 24. 442-ვე პასუხი უარყოფითია.
მესტიიდან აღებული 243 ნიმუშის კვლევა დღეს ჩატარდება.