ზუგდიდში გამოკვლეული 369 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 369 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულებს შორისაა ცხელების ცენტრების ექვსი პაციენტი, სამედიცინო სფეროს 27 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 247 თანამშრომელი, 24 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 39 პირი.
ასევე, გამოიკვლიეს კარანტინიდან 10, ხოლო თვითიზოლაციიდან 16 მოქალაქე.