ზუგდიდში გამოკვლეული 33 მოქალაქიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდში გამოკვლეული 33 მოქალაქიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 33 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. შემოწმებული მოქალაქეებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში აცხადებენ, გამოკვლეულებს შორისაა სამედიცინო სფეროს ოთხი წარმომადგენელი, სატვირთო ავტომობვილის ორი მძღოლი, დიალიზზე მყოფი ორი პაციენტი. ასევე, თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოიკვლიეს სამი და კარანტინიდან ორი მოქალაქე.