საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 273 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველას პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულთა შორის 32 პირი მესტიის მუნიციპალიტეტიდან არის, 80 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 13 მესტიის, ხუთი კი ანაკლიის საკარანტინე სივრციდან არის, 15 თვითიზოლაციაში მყოფი პირია, 34 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არის, 36 ფოთის საბაჟოს თანამშრომელია, ხოლო 21 პირი ეპიდემიურ კერაში იმყოფებოდა.
გამოკვლეულთა შორის არის კიდევ 21 პაციენტი, მათ შორის სამი ლენჯერის კლასტერიდან ორჯერადი უარყოფითი შედეგით გამოჯანმრთელდა.