ზუგდიდში გამოკვლეული 141 მოქალაქიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 141 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
გამოკვლეულთა შორისაა ცხელების ცენტრის 17 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 27 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 80 თანამშრომელი, სამი მძღოლი და დადასტურებული შემთხვევის ერთი კონტაქტი.
ასევე, ზუგდიდის ინფექციურ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინის რეჟიმიდან 11 პირი და თვითიზოლაციიდან ორი.