ზუგდიდში გამოკვლეულ 57 მოქალაქეს, მათ შორის, 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდში გამოკვლეულ 57 მოქალაქეს, მათ შორის, 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს გამოკვლეულ 57 პაციენტს ინფექცია არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულებს შორის იყო სასწრაფო დახმარების ზუგდიდის ფილიალის 17 მედიკოსი და სენაკის ცხელების კლინიკის ექვსი ექიმი. დანარჩენი მოქალაქეები საკარანტინო სივრციდან და ცხელების ცენტრებიდან იყვნენ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ამ დროისთვის გამოკვლეულია 250-მდე პაციენტი. ლაბორატორია „კოვიდ-19“-ზე პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) მეთოდით კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.