ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 212 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია.
ცენტრის ცნობით, გამოკვლეულთა შორის იყო ცხელების ცენტრების 10 პაციენტი, მედპერსონალი – 20, შსს-ს თანამშრომელი – 101, მძღოლი – 34, კარანტინში მყოფი პირი – 47.