ზუგდიდში გამოკვლეულ 139 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ოთხი პირის ტესტი ხელმეორედ ჩატარდება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 143 პირის კვლევა ჩატარდა. 139 ტესტის პასუხი უარყოფითია. ოთხი ადამიანის ტესტირება ხელახლა მოხდება და მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უარყოფით პასუხებს შორის 19 არის ცხელების ცენტრების პაციენტების, მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია. ასევე, აღნიშნულ პასუხებშია რეგიონის სამედიცინო პერსონალის, 55 პირის პასუხი, საბაჟოს თანამშრომლების, 59 პირის პასუხი და თვითიზოლაციაში მყოფი ექვსი ადამიანის პასუხი.