ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებენ.
მათი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ძალისმიერი მეთოდებით, გაყალბებით ჩატარდა.
აქციის მონაწილეებმა გუბერნიის კარებთან მიიტანეს ხახვი და კარტოფილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გუბერნიის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.