ზუგდიდში ფაროსანასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ავტომანქანებიდან აკუმულატორები ​მოიპარეს
ზუგდიდში ფაროსანასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ავტომანქანებიდან აკუმულატორები ​მოიპარეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე ქურდობა მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოპარულია აკუმულატორები იმ ავტომანქანებიდან, რომლებიც მერიას ​ფაროსანასთან საბრძოლველად გუშინ გადასცეს.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავეების დასაკავებლად.