ზუგდიდში ევროკავშირის მისიის თანამშრომლის პირადი ავტომანქანიდან აკუმულატორი და ქურთუკი მოიპარეს
ზუგდიდში ავტომანქანიდან აკუმულატორი და მანქანის მეპატრონის ქურთუკი მოიპარეს.
შემთხვევა ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე მოხდა.
ავტომობილი ევროკავშირის მისიის თანამშრომელს ეკუთვნის.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკი-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.