ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.