ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლ ქალთა პირველი თავშესაფრის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელმა, ნანა თოდუამ განაცხადა,თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათი უფლებების დაცვას მოემსახურება.
რაც შეეხება თავშესაფრისთვის განკუთვნილ შენობას, ის ორგანიზაციას უზუფრუქტის წესით, 10 წლის ვადით გადაეცა. რეაბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტ „ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში.
ასევე, ნანა თოდუას თქმით, პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
თავშესაფრის გახსნის ცერემონიას პოლონელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის, სამართალდამცავი ორგანოების , ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.