ზუგდიდში ჟურნალისტებმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გამართეს სლოგანით „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გამოვიდნენ, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ აჭარის ტელევიზიას.
„ის, რაც დღეს ხდება აჭარის ტელევიზიაში, არის ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო მედიისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გუნდს“, – განაცხადა აქციის მონაწილე მაია ფიფიამ.