დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად 126 ნიმუში გაიგზავნა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათ შორის ცხელების ცენტრების 12 პაციენტია, თვითიზოლაციიდან 23 პირი, საკარანტინო სივრციდან 18 ადამიანი, რეგიონის მედპერსონალიდან კი, 73.
ამასთან, დღეს რუხის საავადმყოფოს კოვიდინფიცირებულ პაციენტთაგან არც ერთს შუალედური ტესტი არ უტარდება.