ზუგდიდში, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
“დღეს საქართველო – დედა ენის დღეს აღნიშნავს. გილოცავთ, ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ეს არის ის განძი, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. ჩვენი ვალია, არა მხოლოდ პატივი მივაგოთ მშობლიურ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ მას”, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.