ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან.
ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიებებია დაგეგმილი. უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მზადდება სტენდები, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ერთიანი საქართველოს მეფეებზე, ეროვნულ გმირებზე და სხვა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დათმობა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ცხოვრების თემას.
ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იქნება გასართობი სივრცე პატარებისთვის, კონცერტები, ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნიკა. 17:10 საათზე კი, შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.