ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგმა გიორგი გერლიანმა პირველ არხს განუცხადა, მოზარდს მარჯვენა პლევრის ღრუს და ფილტვის ქსოვილის დაზიანება მასიური სისხლდენით აღენიშნება.
მოზარდს ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე 15 წლის ნ. ჩ. დადიანის ქუჩაზე არსებულ სტადიონზე ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრეს. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით.